„ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“

18.10.2019 02:26

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის საავტორო პროექტი საქართველოს პირველ არხზე 19 ოქტომბრიდან დაიწყება. „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“ ყოველ შაბათ-კვირას 18 საათზე და 55 წუთზე გავა ეთერში. პროექტის ფარგლებში მაყურებელს საშუალება მიეცემა უძველესი ეპოქებიდან დაწყებული თანამედროვეობამდე, უნიკალური ექსპონატების ისტორიებს გაეცნოს და გაიგოს ისეთი ფაქტები, რომლებსაც ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავს და ვერც საინფორმაციო დაფაზე. პროექტს 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც დავით ლორთქიფანიძემ საავტორო რუბრიკის გაძღოლა დაიწყო ჟურნალში „ნეშენალ ჯეოგრაფიკი საქართველო“. იგი თითოეულ ნომერში მკითხველს ჩვენი ქვეყნის ისტორიას ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ექსპონატების საშუალებით მოუთხრობდა. ისტორიები შემდეგ წიგნად „33 ობიექტით მოყოლილი საქართველოს ისტორია“ გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა. აუდიტორიას წიგნი ავტორმა თავად წარუდგინა. წიგნის ინსპირაცია ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორის, ნილ მაკგრეგორის პროექტი გახდა, რომელიც მან რადიო „ბიბისისთან“ თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო და საბოლოოდ წიგნით, „100 ნივთით მოთხრობილი მსოფლიო ისტორია“ დაასრულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია
03:49

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია
02:30

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ძალისას მოზაიკა

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ძალისას მოზაიკა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - „ებრაელთა თემი“
03:49

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - „ებრაელთა თემი“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ლაჰილის ოთხთავი
04:25

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ლაჰილის ოთხთავი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - დავით აღმაშენებლის ანდერძი
03:04

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - დავით აღმაშენებლის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - უძველესი სასაქონლო ნიშანი
02:54

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - უძველესი სასაქონლო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - თრიალეთის ოქროს თასი
03:16

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - თრიალეთის ოქროს თა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო