ყანწი და ხანჯალი ფინანსურ ორგანიზაციაში!
ბოლო დროს, სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაცია მედიასაშუალებებით ფართოდ არეკლამებს საკუთარ პროდუქტებს, თანაც ისე, რომ მომხმარებელს არარეალურ, დაუჯერებელ პირობებს სთავაზობს. ამ სახიფათო ტენდენციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციას აძლევს, სრულად იყვნენ ინფორმირებული, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას მომხმარებელი ხელშეკრულებას ხშირად ხელს აწერს გაუცნობიერებლად, არ კითხულობს პირობებს, არ სვამს კითხვებს, რის შედეგადაც ის ზედმეტად იტვირთება ფინანსური ვალდებულებით. საბოლოო ჯამში, მას რჩება ნეგატიური გამოცდილება და მატერიალური ზარალი, შესაბამისად, უნდობლობა ფინანსური ინსტიტუტებისადმი. რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ხშირად იღებენ სარისკო გადაწყვეტილებებს, ზედემტად ოპტიმისტურად აფასებენ თავის მომავალ შესაძლებლობებს ან საერთოდაც არ ფიქრობენ შემდეგომში როგორ შეასრულებენ აღებულ ვალდებულებებს. ფაქტია, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხშირად ძალიან ირაციონალურად იქცევა საკუთარი თავის მიმართ. რთულია ყველა ადამიანი ყოველთვის იყოს რაციონალური და სწორად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მსგავს სიტუაციებში სადაც კლიენტი ურთიერთობას იწყებს ფინანსურ ორგანიზაციებთან, პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც მასზე, ასევე ფინანსურ ორგანიზაციაზე. სოციალურად პასუხისმგებლიანი ბანკი ბოლომდე უნდა დარჩეს თავისი პრინციპების ერთგული და არ დაუშვას კლიენტის თავს გადაჭარბებული ფინანსური ვალდებულებები. სწორედ ამიტომაა, რომ ბანკი რესპუბლიკა განუხრელად იცავს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრინციპებს სესხების გაცემის, რისკების მართვის, ხარისხის კონტროლის, ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პროექტების განხორციელების პროცესში. ასეთი მიდგომის წყალობით, ბანკ რესპუბლიკამ ბაზარზე სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის სახელი დაიმკვიდრა. სწორედ ამ მიზნით ჩვენ წამოვიწყეთ სოციალური კამპანია “#იყავიპასუხისმგებლიანი”, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაფიქროთ არსებულ პრობლემაზე და დავეხმაროთ მათ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში. სოციალური ექსპერიმენტის ბოლოს, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ პორტალი www.beresponsible.ge, რომელიც მისცემს მათ რჩევებს და მაქსიმალურად გაუადვილებს ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას. http://beresponsible.ge/ https://www.facebook.com/beresponsibl...
Bank Republic-ის სხვა ვიდეოები
01:05
ბანკ "რესპუბლიკის" სოციალური პასუხისმგებლობა
01:15
Privée - პირადი საბანკო მომსახურება
07:13
"ბანკ რესპუბლიკის" განვადების აქცია 0/0/0%-იდან "ზ...
04:15
დაზოგვის კვირეული ბანკ რესპუბლიკაში
00:30
სესხები 11.95%--დან
01:10
#იყავიპასუხისმგებლიანი - პერსონალური საბანკო მომსა...
01:02
#იყავიპასუხისმგებლიანი - საცალო დაკრედიტება
მსგავსი ვიდეოები
კახა კალაძეს მერიაში ყანწი და თამადების cv ები მიუტანეს
MediaNews.Ge GeorgianNewsAgency
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია | ყანწი-რიტონი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალკოჰოლი ქრისტიანის ცხოვრებაში
ხაზზეა მოძღვარი
11K
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები ტოკიოში
Georgia Cradle of Wine
დათარსულები - სერია 2
შემოქმედი / The Creator
დიალოგი ლექსად √1/ ძმაკაცთა წასვლა ომში
აფიშა
Quemmekh - ანუბისი და მწეველი
Quemmekh