ევროვიზია 2023 - საკონკურსო წვეულება ბარსელონაში

28.03.2023 01:21

ბარსელონაში ევროვიზია 2023-ის პირველი წინასაკონკურსო წვეულება გაიმართა, რომელშიც 14 ქვეყნის წარმომადგენელი   მონაწილეობადა. მათ შორის ირუ ხეჩანოვიც, რომელმაც ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა - Echo ცოცხლად, პირველად შეასრულა. კონცერტამდე ერთი დღით ადრე, ლურჯი ხალიჩის მიღება გაიმართა, სადაც ევროვიზიის მონაწილეებს ბარსელონის მერმა უმასპინძლა. პრომო ტურის ფარგლებში, ირუ 1 აპრილს თელ-ავივს, ხოლო 7 აპრილს მადრიდს ეწვევა, სადაც Echo კიდევ ერთხელ შესრულდება ფართო აუდიტორიის წინაშე. რიგით 67-ე ევროვიზია 9, 11 და 13 მაისს ქალაქ ლივერპულში გაიმართება.​ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: