პირველი არხისა და რუსთავი 2-ის დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა
პირველი არხისა და „რუსთავი 2“-ის დავაზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. მაუწყებელმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა „რუსთავი 2“-მა სააპელაციო სასამართლოში. პირველი არხის იურისტის, დიმიტრი ბერძენიშვილის თქმით, მაუწყებელი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ამასთან, პირველი არხი „რუსთავი 2“-ისგან ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას ითხოვს, რაც გასულ წლებში სხვადასხვა მომსახურების გაწევის შემდეგ დაგროვდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანიას საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურების ხელშეკრულებებით მაუწყებლის მიმართ დავალიანება შეადგენს 13 575 ამერიკულ დოლარს (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში), საარქივო მომსახურებისთვის 100 ლარს, სუბლიცენზიისთვის 12 828 ევროსა (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში) და 141 087 შვეიცარულ ფრანკს (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში). დღევანდელ პროცესს „რუსთავის 2“-ის იურისტები არ ესწრებოდნენ. სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა გასულ წელს დააკისრა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს, „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივ მაუწყებელთან სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანების გადახდა სრულად დააკისრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აღმოაჩინე ჩინეთი JAKO FM - თამუნა კენკიშვილი და თეო გილიგაშვ...
შენთვის I ForYou
ტელეკომპანიების დავალიანება და ინკასო ანგარიშებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი არხის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშ...
ჩემი ცხოვრება
ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პასუხი გიგი უგულავას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
5 ივლისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster