მშენებლობები ისტორიულ უბნებში

11/20/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მინისტრის მოადგილეებმა თბილისის ისტორიულ უბნებში მიმდინარე სამშენებლო ობიექტები მოინახულეს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა, მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა და არქიტექტურის ისტორიკოსმა მაია მანიამ ძველი თბილისში, ლადო გუდიაშვილის მოედანზე, იმელის შენობის უკან და აბანოთუბანში-ლეღვთახევში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
თბილისის ისტორიულ უბნებში არსებული მშენებლობების ადგილზე გაცნობის მიზანს შეადგენდა უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტროში დაგეგმილი მრგვალი მაგიდისათვის მომზადება.

მრგვალი მაგიდის მოწვევა გადაწყდა იკომოსის ეგიდითა და ძველი თბილისის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოს მიერ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული მიმართვების საფუძველზე.

http://www.mcs.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან