საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეები


საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლებენ.

ბრალდებებს არალეგიტიმურს უწოდებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გახელაძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის არ სჯერა არც მის ოჯახს. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო ბერკეტი და გახელაძის საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში ყველაზე მაღალ დონეზე იქნება.

ფეხში დაჭრილი ზაზა გახელაძე კლინიკიდან კარანტინშია გადაყვანილი, თუმცა, ოჯახს არავინ დაკავშირებია. გატაცებულის მონახულება ამ დრომდე ვერ შეძლო წითელი ჯვარმა. რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს, რომლის დაკავების მიზეზადაც დეფაქტო მესაზღვრეები ღამურების მოპოვებას ასახელებენ, მის საქმეზე ე.წ. სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს იმსჯელებს.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან