საარჩევნო სისტემის ცვლილება

11.03.2020 06:27

პარლამენტში დღეს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება. თავდაპირველად, კონსტიტუციური პროექტი საორგანიზაციო დეპარტამენტს წარედგინება, მოგვიანებით კი, ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება. საუბარია ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებითაც, 2020 წლის საპარლამნეტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს, საარჩევნო ბარიერი 1 % იქნება და იარსებობს ე. წ. 40 %-ანი ჩამკეტიც. კონსტიტუციური პროექტის ინიცირების შემდეგ მისი საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება, ცვლილებების სამი მოსმენით დამტკიცება კი მაისის ბოლომდე იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ბიუროს სხდომას არ დაესწრებიან. როგორც ისინი ამბობენ, საპარლამენტო ბოიკოტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ მმართველი გუნდი ნაბიჯებს არ გადადგამს საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს. „პატრიოტთა ალიანსი“ კი საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ისინი აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას აანონსებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საარჩევნო სისტემის ცვლილება და მოწოდება დიალოგისკენ
06:44

საარჩევნო სისტემის ცვლილება და მოწოდება დიალოგისკენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის გზავნილები
04:55

პრემიერ-მინისტრის გზავნილები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო სისტემის ცვლილება - როდის გაუქმდება მაჟორიტარული წესით არჩევნები
00:48

საარჩევნო სისტემის ცვლილება - როდის გაუქმდება მაჟორიტარული წ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო სისტემის ცვლილება - გია ჟორჟოლიანი დღის ქრონიკაში
08:26

საარჩევნო სისტემის ცვლილება - გია ჟორჟოლიანი დღის ქრონიკაში

TV IMEDI

„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩაგდებამდე“ - პროტესტი მერაბ ქვარაიას ბიუროსთან

„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩაგდებამდე“...

Radio Atinati

მსჯელობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით
02:17

მსჯელობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მსჯელობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით
02:30

მსჯელობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე პროექტების განიხილვა იწყება
03:58

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე პროექტების განიხილვა იწყება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო