საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთხი კონკურსი გამოაცხადა

02.06.2023 01:32

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ოთხი კონკურსი გამოაცხადა. ესენია - „საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი“, „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“, „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“ და „საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობა“. საკონკურსო განაცხადები მიიღება დღეიდან 12 ივნისის 12:00 საათამდე. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისისა. კონკურსების მიზნებსა და დეტალებზე დღეს კულტურის მინისტრმა ისაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: