„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში აქციებს განაგრძობს


საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთის მერიის წინ. აქციის მონაწილეებმა ტრანსპარანტებითა და საყვირებით გამოხატეს პროტესტი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, სჯერათ, რომ ბრძოლა შედეგის მომტანი იქნება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისში საპროტესტო აქცია ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. „თავისუფლება მიშას“, „მიშამ უნდა იცოცხლოს“ - ამ შინაარსის მოწოდებებით, „ნაციონალური მოძრაობის“მხარდამჭერებმა პატიმარ სააკაშვილს მხარდაჭერა ლაგოდეხშიც გამოუცხადეს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქციის მთავარი მიზანია, ხელისუფლება აიძულონ, შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა და მიაღწიონ საბოლოო შედეგს. აქციას კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული 70-მდე ადამიანი ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს ხაშურშიც. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს მიმართეს და პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას“ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რეგიონების შემდეგ მასშტაბური აქცია უკვე დედაქალაქში გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან