ომი უკრაინაში - 233-ე დღე


უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება - გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა განახორციელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის დაბომბვებს რვა სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 26. რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმები მიიტანა ქალაქ ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქზე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ღამის განმავლობაში რუსებმა 11 დასახლება დაბომბეს დონეცკის ოლქში. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დღეს რუსეთში განაცხადეს, რომ უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს, რასაც ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტონაცია მოჰყვა. ვრცელდება ცნობები რამდენიმე დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ. პარალელურად, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში. სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დარტყმა მიიტანა რუსეთის სამ სამეთაურო პუნქტზე, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ხუთ ადგილას და ორ სამხედრო საწყობზე.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის დამცველების დღე აღინიშნება. ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან