„რესპუბლიკელებმა“ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

22.08.2016 02:19

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი თოდუასთან ერთად, ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. პარტიის წევრები მოსახლეობას კომბინატის დასახლებაში და #11-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მოსახლებას ის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელსაც პარტია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. ხიდაშელის განცხადებით, ისინი რეგიონული განვითარების სააგენტოების ჩამოყალიბებას აპირებენ, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული. თავის მხრივ, ამომრჩევლებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობაზე გაამახვილეს. "მოსახლეობასთან შეხვედრებიდან მოდის საოცარი სითბო და ენერგია. თუმცა არის პრობლემები, რომელსაც ჩვენ მოვაგვარებთ. განვახორციელებთ პროგრამას, რომელიც უმუშევრობის აღმოფხვრაზე, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე, საპენსიო სისტემების გაუმჯობესებაზე იქნება მორგებული", - განაცხადა გიორგი თოდუამ. ცნობისთვის, "რესპუბლიკური პარტიის" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოდუაა. ის ამჟამად ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრები მოსახლეობასთან ახალქალაქში
00:45

შეხვედრები მოსახლეობასთან ახალქალაქში

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

„რესპუბლიკელებმა“ ე.წ. „პრესოვკის“ საარჩევნო უბანზე კანდიდატი წარადგინეს
02:02

„რესპუბლიკელებმა“ ე.წ. „პრესოვკის“ საარჩევნო უბანზე კანდიდატ...

Radio Atinati

2020 წლის საარჩევნო ციებ-ცხელება შეერთებულ შტატებში
02:15

2020 წლის საარჩევნო ციებ-ცხელება შეერთებულ შტატებში

ამერიკის ხმა

„რესპუბლიკელებმა“ მაჟორიტარობის ქალი კანდიდატები წარადგინეს
01:11

„რესპუბლიკელებმა“ მაჟორიტარობის ქალი კანდიდატები წარადგინეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„რესპუბლიკელებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
01:11

„რესპუბლიკელებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"რესპუბლიკელებმა\" გორში, სიის პირველ ნომრად შშმ პირი წარადგინეს 20.09.2017
02:37

"რესპუბლიკელებმა" გორში, სიის პირველ ნომრად შშმ პირი წარადგი...

Tv Dia

ამერიკის შუალედური არჩევნები და სიტუაცია ხერსონში
18:23

ამერიკის შუალედური არჩევნები და სიტუაცია ხერსონში

ამერიკის ხმა

გურჯაანში რესპუბლიკელებმა პარტია დატოვეს
01:11

გურჯაანში რესპუბლიკელებმა პარტია დატოვეს

ტელეკომპანია თანამგზავრი

ყველა ვიდეო