კლინიკების ნაწილში მიმართვიანობა გაიზარდა
01/05/2020
გრიპის გავრცელების გამო, კლინიკების ნაწილში მიმართვიანობა გაზრდილია. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძირითადად არასრულწლოვანი პაციენტები ჰყავთ, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით, გართულებებს ადგილი არ ჰქონია და პაციენტების რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა. რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს, დღის განმავლობაში კლინიკას 30-35 პაციენტი მიმართავს, რომელთაგან უმეტესობა 20-დან 30 წლამდე ასაკისაა. ამ ეტაპზე ბოქსირებულ განყოფილებაში 18 პაციენტი იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსი ფიგურირებს და უმეტეს შემთხვევაში გართულებებს ადგილი არ აქვს, ვინაიდან პაციენტები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართავენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.