დაზარალებული პაციენტები და დაჯარიმებული კლინიკები

09.03.2023 04:58

დარღვევები საავადმყოფოებში ცოტა ხნის ამოქმედებულ დიარჯის სისტემაში. კლინიკების ნაწილში პაციენტთა უფლებების დარღვევის ცალკეული ფაქტები გამოვლინდა. ცალკეულ სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებაზე საავადმყოფოების მხრიდან უარის შემდეგ მოქალაქეებმა რუსთავის მერიას მიმართეს. აღმოჩნდა, რომ გარკვეულ სამედიცინო სერვისებში მათ თანხა ჯიბიდან გადაახდევინეს და ხარჯის ასანაზღაურებლად მერიაში გადაამისამართეს. დიარჯის სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა საავადმყოფოს სამედიცინო მომსახურებების ფასების გათანაბრებას ავალდებულებს, რაც მოქალაქეების მხრიდან თანხის დამატებით საკუთარი ჯიბიდან გადახდისგან იცავს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: