თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და ახალი მატარებლით იმგზავრა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება. „სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და სადგურების მოწესრიგების მიმართულებით. დღეს მეტროს ახალი შემადგენლობები დაემატა. შემადგენლობების დამატების მიზანი მოცდის პერიოდის შემცირებაა, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ მაგალითად, პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეს 3 წუთია და გვინდა, ეს მაჩვენებელი 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა ქალაქში უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ორიოდე კვირაში ორივე ხაზს კიდევ თითო ახალი შემადგენლობა დაემატება და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, განაცხადა კახა კალაძემ. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://guardian.ge/41391-thbilisis-me...
სააგენტო GUARDIAN GE-ის სხვა ვიდეოები
ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები უმუშ...
თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში ვანო მერაბიშვილს სცემეს
ვინ არიან სამხედროები, რომლებმაც რუსთავში სამოქალა...
ოთარ იოსელიანის ოტია იოსელიანთან სტუმრობის ჩანაწერ...
ვარლამ გოლეთიანი: ორი დღე დაველოდებით ხელისუფლებას
ვარლამ გოლეთიანი: თუ „ნამახვანჰესი“ არ ითვალისწინე...
დავით გარეჯში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და მრევლს...
01:43
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო კან...
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა
Tbilisi City Hall Presscentre
მეტროს ორი ახალი შემადგენლობა დედაქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20 საინტერესო ფაქტი მეტროს შესახებ
bii hehe
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
სააგენტო GUARDIAN GE
თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალ...
TV IMEDI
#არჩევნები2020 „ლელოს“ ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster