ინციდენტი მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“

23.10.2022 00:56

თბილისის მეტროსადგურზე, ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. შემთხვევა ორი საათის წინ „თავისუფლების“ მეტროში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია და მას სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს. ის ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მომხდარის გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მეტრო „თავისუფლების“ სადგურზე მოძრაობა შეზღუდული იყო, ამ წუთებში კი ის სრულად აღდგენილია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: