თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს მომავალში მეტროს კიდევ ორი, სრულიად მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატება. „თქვენ იცით, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოწესრიგებას. ამ პროექტის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ, მეტროს ახალი შემადგენლობა დავამატეთ, რათა მეტროთი გადაადგილება კომფორტული გახდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ მეტროს იმ არსებული ვაგონების რეაბილიტაცია, რომელსაც ამის რესურსი აქვს. მეტროს ორივე ხაზს ორი ახალი შემადგენლობა დაემატა. ასევე, უახლოეს მომავალში კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მეტროსადგურებში მოცდის დრო შევამციროთ. გასულ წელთან შედარებით, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაზრდილია. შესაბამისად, აუცილებელია, სერვისი იყოს გაუმჯობესებული, ვაგონები - კომფორტული, მოცდის დრო კი 2.5 წუთამდე შემცირდეს. მოცდის დრო თავიდან ოთხი წუთი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი სამ წუთზეა დაყვანილი. ვსაუბრობ პიკის საათებზე, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://guardian.ge/41501-video-thbili...
სააგენტო GUARDIAN GE-ის სხვა ვიდეოები
ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები უმუშ...
თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში ვანო მერაბიშვილს სცემეს
ვინ არიან სამხედროები, რომლებმაც რუსთავში სამოქალა...
ოთარ იოსელიანის ოტია იოსელიანთან სტუმრობის ჩანაწერ...
ვარლამ გოლეთიანი: ორი დღე დაველოდებით ხელისუფლებას
ვარლამ გოლეთიანი: თუ „ნამახვანჰესი“ არ ითვალისწინე...
დავით გარეჯში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და მრევლს...
01:43
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო კან...
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
MULTIMEDIA GE
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა (16.09.2020)
სააგენტო GUARDIAN GE
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა (04.11.2020)
სააგენტო GUARDIAN GE
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა (27.01.2021)
სააგენტო GUARDIAN GE
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა (24.06.2020)
სააგენტო GUARDIAN GE
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა (09.12.2020)
სააგენტო GUARDIAN GE
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
სააგენტო GUARDIAN GE
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
სააგენტო GUARDIAN GE