მზადება საახალწლო გალა-კონცერტისთვის

31.12.2023 03:32

საქართველოში კი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება. 2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტით შეხვდება. ორსაათიანი სანახაობა სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში“ ზუსტად ღამის 12:00 საათზე დაიწყება. მაყურებლის განწყობაზე ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად იზრუნებენ. გალა-კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები და სხვადასხვა უცხოური ჰიტები, მათ შორის ცნობილი საშობაო სიმღერების ქართული ვერსიები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: