განმარტებებს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელურად დათვლის დროს დაშვებულ შეცდომაზე. გამგეობამ გუშინ ორგანიზაციის თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა. „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, შეცდომა ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია, კონკრეტულად კი, ხმების პარალელური დათვლის დროს გამოყენებული იყო პროგრამა, რომლითაც პარალელური დათვლა განხორციელდა სერბეთის არჩევნებზე, სადაც ამ პროგრამაში მითითებული იყო ბათილი ბიულეტენების დაჯამებაც, რაც საქართველოში არ უნდა მომხდარიყო. ორგანიზაციის პოზიციით, შეცდომის მიუხედავად, მიღებული მონაცემი არსებითად არ ცვლიდა არჩევნების შედეგს. მათივე განცხადებით, ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება ორგანიზაციის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.