სიკეთე გადამდებია - ECG-თავისუფალი მოქალაქის საქველმოქმედო კონცერტი (ვიდეო)

04/06/2017
Radio Atinati-ის მიერ

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში შექმნილი სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, ასოციაცია „ათინათისა“ და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით საქველმოქმედო საღამო გაიმართა. კონცერტზე შემოსული თანხა კი მთლიანად 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს მოხმარდება. საღამოზე ცნობილი გახდა სენაკი სკოლა-ლიცეუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2 პირველკლასელი სკოლაში უფასოდ ისწავლიან.
„ამ საღამოთი ყველას მოვუწოდეთ, რომ ვაკეთოთ სიკეთე. აუცილებელია საზოგადოებრივი აქტიურობა, საზოგადოებრივი პრობლემების გათავისება“, - თქვა ლიცეუმის დირექტორმა ნანა ნორაკიძემ.
სამოქალაქო კლუბის ლიდერის ანა დადიანის თქმით, ისინი ყოველკვირეულად „ერთი კარტოფილის აქციის“ ფარგლებში თითო სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარებიან.
„გადავწყვიტეთ უფრო გაგვეფართოებინა ეს საზღვრები. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „ათინათს“ გაწეული დახმარებისთვის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დადიანმა.
ღონისძიებაში ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

პროექტი „მომავლის თაობა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International-ის მიერ ხორციელდება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან