ფლანგვის დეტექტორი: ზუგდიდის მერიამ ქუჩების მორეცხვისთვის 20 ათასამდე ლარი დახარჯა
ზუგდიდის მერიამ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ქუჩების მოსარეცხად 19 430 ლარი დახარჯა. შესაბამისი ინფორმაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა“ გამოითხოვა. გამოქვეყნებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ 10 ქუჩის მორეცხვაში მერიამ 2.5-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე ბათუმმა და ქუთაისმა 110 ქუჩის მორეცხვაში ერთად. კერძოდ, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის აიიპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა’’ გაწეულ სამუშაოზე დახარჯა 18 045 ლარი, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ კი - 1385. ორგანიზაციის შეფასებით, 20 ათასამდე ლარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ფაქტობრივად, ზუგდიდის მერიის საიმიჯო კლიპის გადაღებას მოხმარდა. საუბარია ვიდეოზე, რომელშიც სპეციალურად ამ კლპისთვის შექმნილ სიმღერას ასრულებენ. კლიპში კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები, მათ შორის, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ჩანს. ორგანიზაციის მკვლევარებმა გამოიკვლიეს, რომ ეს თანხა ზუგდიდში 324 სოციალურად დაუცველის ერთი თვის საარსებო შემწეობას ეყოფოდა, რადგან ზუგდიდში ყოველი მეექვსე ადამიანი სოციალურად დაუცველია და მათი ყოვეთვიური საარჩესო შემწეობა 60 ლარია. გარდა ამისა, ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ქუჩების მორეცხვას სამედიცინო მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც, ქუჩების მოსარეცხად გამოყენებული ქიმიური ხსნარები საზიანოა ადამიანების კანის, თვალებისა და სასუნქთი გზებისთვის. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ფლანგვის დეტექტორი: მეტროს გაფიცული მემანქანეები
Squander Detector
ფლანგვის დეტექტორი: სახელმწიფო ელექტროსისტემის წვეულებები
GMC - Governance Monitoring Center
შოთა დიღმელაშვილი - ფლანგვის დეტექტორი
DataFest Tbilisi
Movement EDU x ფლანგვის დეტექტორი / Waste Detector
თამარ ჟვანიამ 800 000 ლარის ხელფასი და პრემია/დანამატი აიღო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
თბილისის მერიასა დამდეგი ახალი წლის აღნიშვნა 11 000 000 ლარზ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
თამარ ჟვანიას პრემია-დანამატი
Formula News
დიდუბობა 70 ათას ლარად
Business Media Georgia