ფარული ჩანაწერების საქმე - პროკურატურის განცხადება
06/18/2021
გამოძიების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ პროკურატურა ფარული სატელეფონო ჩანაწერების ცნობილ საქმეზე პირველად საუბრობს.
აუდიო მასალები, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის საუბრებია ჩაწერილი, 2011-12 წლებით თარიღდება, - ასეთია შოთაძის უწყების შუალედური გამოძიების შედეგი. ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერები, შინაარსის განზრახ შეცვლის მიზნით, 170 ადგილზე დამონტაჟებულია. ამავე ანგარიშის მიხედვით, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვა დროს წარმოთქმული წინადადებები და სხვა ადამიანების ხმებიც, ასევე სპეციალური პროგრამები და დამახინჯებულია სიტყვები. პროკურატურა ტელეკომპანია „პირველისგან“ ისევ ითხოვს აუდიო ჩანაწერების შავი მასალის გადაცემას. პროკურორის დღევანდელ გამოსვლას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს „ტვ პირველი“, რომელმაც ფარული ჩანაწერები ეთერში ექვს მარტს გაუშვა.
გამოძიების შუალედურ ანგარიშს და ექსპერტიზის შედეგებს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციაც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.