დეპუტატები ფარული ჩანაწერების საქმეს ეხმაურებიან

21.10.2018 01:29

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია აფასებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ ჩანაწერი ავთენტურია და საზოგადოება ხედავს ბინძური საქმეების გამკეთებლების ჩხუბს. მისივე თქმით, მირზა სუბელიანმა საგამოძიებო კომისია მოატყუა. უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროა, სავარაუდოდ, ამიტომ მიიღო პროკურატურამ ჩანაწერის სრული ვერსიის გავრცელების გადაწყვეტილება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო