პროექტი „მხოლოდ ქართული“ წარმატებით დასრულდა
რუსთაველის თეატრის დიდი სცენა, ქართული მუსიკა და 10 მონაწილე. პროექტი „მხოლოდ ქართულის“ ისტორიის წერა სწორედ ასე დაიწყო. ჟიურის წევრებმა ჯერ საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიარეს, შემდეგ საუკეთესო მონაწილეები შეარჩიეს და ერთად შეკრიბეს. უპრეცედენტო პროექტიც, რომელსაც ჩვენს რეალობაში ანალოგი არ ჰყავს, ამგვარად გახდა მასშტაბური და ფართო მასისთვის ერთ-ერთი საყვარელი პროექტი. „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე არაერთი ლეგენდარული ქართველი ბუმბერაზი კომპოზიტორის სიმღერები შესრულდა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მონაწილეები დავალებებს თავს საკმაოდ კარგად ართმევდნენ და მსმენელის წინაშე მუდმივად ღირსეულად წარსდგებოდნენ ხოლმე, თუმცა, ხომ გაგიგიათ მჯობზე მჯობი არ დაილევაო, სწორედ ამ პრინციპით, ფინალურ შოუზე მაყურებელმა პროექტის 4 გამორჩეული მონაწილე: კონსტანტინე კარანაძე, საბა კემულარია, სოფო ბათილაშვილი და ალექსანდრე მრელაშვილი იხილა. კონკურსანტებმა ფინალურ შოუზე 3 სიმღერა შეასრულეს, თუმცა ფინალური შოუ ყველაზე წარმატებული ერთადერთი დარჩენილი გოგონა კონკურსანტისთვის, სოფო ბათილაშვილისთვის აღმოჩნდა, რადგან სწორედ მან მოიპოვა გამარჯვება. ის არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ რადიო ჰოლდინგ "ფორტუნას", რომელიც პროექტის რადიო მხარდამჭერი გახლდათ, რჩეულიც გახდა. სოფოს კი ჰოლდინგმა საოცარი სიურპრიზი მოუწყო და საჩუქრად ორკაციანი საგზური გადასცა, არც მეტი და არც ნაკლები, ბიონსესა და ჯეიზის ტურნეზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ სოფო ბათილაშვილი ქ. ნიცაში ბიონსეს და ჯეიზის ერთობლივ კონცერტს დაესწრება. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა სამგორის მოსახლეობასთან
Giorgi Kvirikashvili
ნოდარიკო ხუციშვილის ახალი წლის ტრადიცია და პროექტი, რომელმაც...
Music Box
#14. ზემო ხოდაშნის დედათა მონასტერი - #14. Zemo Khodasheni M...
Soso Mikeladze Official
საბა კემულარია "მხოლოდ ქართულის" ორივე ლაივის ლიდერი გახდა
Music Box
#მოამბე 21 საათზე, 8 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკა „ნაშუადღევს“ - „ჯეო ფოლკი“ - Kang Ding Love Song
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკა „ნაშუადღევს“ - „ჯეო ფოლკი“ - Dream On
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#Zთაობა საოცნებო სამსახური | წარმატების გზა
პირველი არხი #ტელესკოლა