ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

13.07.2021 05:51

ინდური შტამის სწრაფი გავრცელების გამო მძიმე ვითარებაა მთელ მსოფლიოში.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს გაუნაწილონ. ე.წ. ინდური შტამი, იგივე „დელტა“ ვარიანტი დომინანტური ხდება, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს განსაკუთრებით ახალგაზრდებში ზრდის. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები, „ჯონსონი ენდ ჯონსონი“ და „ასტრაზენეკა“ თრომბების იშვიათი შემთხვევების საპასუხოდ ვაქცინების მოდიფიკაციაზე მუშაობენ. ჯანმო სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდ-ვაქცინების შერევას საშიშ ტენდენციად მიიჩნევს. არგუმენტად ვაქცინების შერევისას ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენის შესახებ მცირე მონაცემები სახელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: