იოსავა არცთუ მრავალრიცხოვანი მეგრული გ ვ ა რ ი ა, ეტიმოლოგიურად ის ბერძნული წარმომვლობის სახელ იასე –ს შეიცავს და არა ძველებრაული წარმომავლობის სახელს იოსები, როგორც ამას ვარაუდობს პროფ. პაატა ცხადაია.
ამ მოსაზრების მამტკიცებელია ის რომ ძველ დოკუმენტებში ეს გვარი იხსენიება ფორმით იასავა. ამ გვარის შესახებ არსებული დოკუმენტებიდან უძველესში, XVI საუკუნეში შედგენილ ნუსხაში ხოფის ტაძრის ყმა გლეხების თეთრის გამოსაღებისა ერთ კომლად არიან ჩაწერილნი მოგელი იასავა და დარჩინა [იასავა] ,რომელთაც 25 თეთრი ემართათ ყოველწლიურად ეკლესიისა.
იოსავების შესახებ არსებული დოკუმენტებით განებივრებულნი არა ვართ. 1682 წლის ერთ შეწირულობის წიგნში ნათქვამია, რომ ,,ხოფის ღვთისმშობელის გატეხაშიდ ეს ეასავები შევსწირეთ მამაგული და მომაგინი მათის ცოლშვილითა...” . ეტყობა, ამ ორი იოსავას ბატონს, რომელიც ერისკაცი ჩანს, ტაძრის ,,გატეხვაში” დაედოთ ბრალი და სწორედ ამიტომ შესწირეს მისი ყმები იმავე ეკლესიას.
ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა \"გვარის ისტორია\" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/