ჯგუფი „მედპერსონალი“ - სახლის LIVE [14.10.1997]

03/24/2019
Lasha Gabunia-ის მიერ

ჯგუფი „მედპერსონალი“ დაარსდა ქუთაისში 1997 წელს. მისი წევრები იყვნენ:

მორეტა ბობოხიძე – ვოკალი, გიტარა;
ლელა ლომთაძე – ვოკალი, ვიოლინო;
მაკა გელაშვილი – გიტარა;
ნინი მიქაძე – დასარტყამები, ბექ-ვოკალი.

Playlist:
1. დამანებეთ თავი 00:23
2. მოჩვენების ქალაქი 05:46
3. სიმღერა 10:15
4. Сумасшедшая 14:21
5. Бабушка 19:18

შეიძლება ითქვას „მედპერსონალი“ იყო საქართველოში პირველი როკ-ჯგუფი, რომელშიც მხოლოდ გოგონები უკრავდნენ. ჯგუფი ასრულებდა მორეტას და ლელას დაწერილ სიმღერებს ქართულ და რუსულ ენებზე. „მედპერსონალის“ მუსიკალური სტილისტიკა მოიცავდა ალტერნატიული როკის, პანკ-როკისა და გრანჟის ელემენტებს.

ეს მინი კონცერტი გადაღებულია მორეტა ბობოხიძის სახლში.

ოპერატორი: თემურ „კალაბოკა“ კენჭოშვილი.