შეხვედრა განათლების მინისტრთან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ესპანური ბიუროს აიდიომის და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის „აიბიეის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის მშენებლობისა და განვითარების დეტალები განიხილეს. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო ადრონული და პროტონული ცენტრის შენობა-ნაგებობებს დააპროექტებს, ხოლო „აიბიეიში“ ამჟამად მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის აწყობა, რომელიც ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე - სამეცნიერო-კვლევით პროცესს. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა განათლების მინისტრთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია განათლების სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სამართლიანი არჩევნების“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორ...
Irakli Garibashvili
შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა თურქეთის მინისტრთან
armada ge