ჩხორიაში ავარიის შედეგად დაშავებულები სკოლის მოსწავლეები არიან

31.10.2019 00:32

სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე ახალგაზრდა ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს. მედიკოსების თქმით, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. ცოტა ხნის წინ სოფელ ჩხრიასთან მოძრავი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: