25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
დღეს 25 თებერვალია. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. დღე, როდესაც თბილისი რუსულმა მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ სამოცდაათი წელი გასტანა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი, კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. სწორედ კოჯორში შეიკრიბნენ დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
25 თებერვალი-საბჭოთა ოკუპაციის დღე
Stu Net
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე
ketino jakobia
25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster