პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია შედგა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული გალერეის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცხადდა პეტრე ოცხელის კონკურსის ნომინაციები, პირობები და პროცედურები. პეტრე ოცხელის პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით 13 ივლისს დაწესდა, პეტრე ოცხელის 105 წლის იუბილეზე, რომელიც ეროვნულ გალერეაში მხატვრის რეტროსპექტული ექსპოზიციით აღინიშნა. „პეტრე ოცხელის პრემია" წარმოადგენს ნაციონალურ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სახვითი ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა და არსებული მხატვრული ტენდენციების გამოვლენა. პროექტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს მასშტაბური ჯგუფური გამოფენა ეროვნულ გალერეაში. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან მხატვარს. კონკურსი სამ ეტაპად განხორციელდება. გამარჯვებული ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრემია- წლის საუკეთესო მხატვარი - პრიზი 5000ლარი; წლის აღმოჩენა/30 წლამდე მხატვარი/ - პრიზი 3000 ლარი და წლის საუკეთესო მულტიმედიური პროექტი - პრიზი 3000 ლარი. http://www.mcs.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
პეტრე ოცხელი
culturegovge culturegovge
პეტრე ოცხელის სცენოგრაფია
TBC • თიბისი
პეტრე ოცხელის მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პეტრე ოცხელის პრემია ქართველ სცენოგრაფს - აივენგო ჭელიძე 80
TV IMEDI
პეტრე ოცხელი
culturegovge culturegovge
სიახლეები - პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა
Artareatv
პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა
culturegovge culturegovge