პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია

08/27/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია შედგა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული გალერეის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცხადდა პეტრე ოცხელის კონკურსის ნომინაციები, პირობები და პროცედურები.

პეტრე ოცხელის პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით 13 ივლისს დაწესდა, პეტრე ოცხელის 105 წლის იუბილეზე, რომელიც ეროვნულ გალერეაში მხატვრის რეტროსპექტული ექსპოზიციით აღინიშნა.

„პეტრე ოცხელის პრემია\" წარმოადგენს ნაციონალურ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სახვითი ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა და არსებული მხატვრული ტენდენციების გამოვლენა. პროექტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს მასშტაბური ჯგუფური გამოფენა ეროვნულ გალერეაში. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან მხატვარს. კონკურსი სამ ეტაპად განხორციელდება. გამარჯვებული ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრემია- წლის საუკეთესო მხატვარი - პრიზი 5000ლარი; წლის აღმოჩენა/30 წლამდე მხატვარი/ - პრიზი 3000 ლარი და წლის საუკეთესო მულტიმედიური პროექტი - პრიზი 3000 ლარი.

http://www.mcs.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან