სადამკვირვებლო მისიების წინასწარი დასკვნა


საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარი შეფასებები ცნობილია.

NDI, ევროსაბჭო, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო, სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, ევროკავშირი: დამკვირვებლები  გამოქვეყნებული შედეგების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებენ და ხაზს უსვამენ, რომ მეორე ტურმა კონკურენტულ პირობებში სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა წინასწარ ანგარიშებში საუბარია კონკრეტულ დარღვევებზეც. მათ შორის, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე.

სადამკვირვებლო მისიები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ნეგატიურ წინასაარჩევნო კამპანიაზეც, რომელიც, მათი აზრით, პირველ ტურთან შედარებით, კიდევ უფრო გამწვავდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან