მერიამ ხელოვნური ინტელექტი-საჯარო მოხელე, ჩატბოტი აამუშავა
რუსთავის მერიის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის - ჩატბოტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში. პროექტი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რუსთავის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა. რუსთავის მერიის ჩატბოტი - საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი- საჯარო მოხელეა. ჩატბოტი მოქალაქეებს, მაქსიმალურად სწრაფად მიაწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად, მუნიციპალური სერვისების შესახებ. რუსთავის მერიის ჩატბოტის სახელია-„სი ბოტი-C Bot“. ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით, სი-ბოტს შეუძლია მოქალაქეებს ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით მიაწოდოს, ესენია: საჯარო ინფორმაცია, სოციალური პროგრამები, არქიტექტურული სერვისი, სამხედრო გაწვევა, მუნიციპალურ ქონებასა და ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული, ზედამხედველობის და სხვა საკითხები. სი ბოტი ფლობს და გასცემს საჭირო ცნობებსა და ინფორმაციას კორონავირუსის შესახებაც. ჩატბოტი ინტეგრირებულია სოციალურ ქსელ facebook-ზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან მესენჯერის საშუალებით დაიწყოს მიმოწერა. ,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხდო ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, გაეროს განვითარების ფონდს, ინოვაციების ჰაბს და რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც პროექტზე იმუშავეს. მოხარული ვარ, რომ პირველად, ასეთი პროექტი, საჯარო სამსახურების სივრცეში, რუსთავის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. რუსთავის მერიის ჩატბოტი, მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური სერვისის გაწევას ემსახურება და მაქსიმალურად ამცირებს ბიუროკრატიულ ბერკეტს. პროექტი გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, მუნიციპალიტეტი მხოლოდ ინტელექტუალური რესურსით იყო ჩართული.“ -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. ჩატბოტის შექმნის იდეა, 2018 წელს გაჩნდა, ამავე პერიოდში შეიქმნა რუსთავის მერიაში ინოვაციებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციის სახით-,,რუსთავის ინოვაციების ჰაბად“ ჩამოყალიბდა. სი ბოტი პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდა. იხილეთ: https://www.facebook.com/C-Bot-სი-ბოტ...
RUSTAVI.GOV.GE-ის სხვა ვიდეოები
00:43
დაგეგმე შენი ბიუჯეტი
01:02
რუსთავის ინოვაციების ჰაბისა და ფონდ ,,ორბელიანის“...
01:22
რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სა...
02:39
მერიამ ხელოვნური ინტელექტი-საჯარო მოხელე, ჩატბოტი...
01:38
რუსთავის მერი ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღე...
01:34
25.06.2018 რუსთაველი ახალგაზრდა გიორგი კენჭაძე ააი...
01:13
რუსთავის მერი ,,DBA Group”- ის ექსპერტს შეხვდა
01:52
11.07.2017 რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში...
მსგავსი ვიდეოები
ნეო აკადემია - ხელოვნური ინტელექტი და მისი შესაძლებლობები
NEO TV
#ბიზნესპარტნიორი საქმიანი ტურიზმის პოტენციალი საქართველოში #...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
მანდელას ეფექტით ეს გადაცემა ნანახი გაქვთ...- ეპიზოდი #29
შვედური მაგიდა
თანამედროვე ქართული - ფენოვანი 2.40
რადიო თავისუფლება
ლიმონ10 - Ep24 - მარიამ რუსიშვილი - LIGHTSPEED GIRL (Quickca...
Nikoloz Gogochuri
42° პარალელი - ომის მძევლები: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ის...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
ნეო აკადემია - აგრიტეკი და ჯანდაცვის სფეროს ტექნოლოგიები
NEO TV
ინტერვიუ - ფსიქოლოგი მარიამ კვარაცხელია ხელოვნურ ინტელექტზე.
tekla zghudadze