ტელესკოლა პირველ არხზე
საქართველოს პირველ არხზე 30 მარტიდან პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყება. განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროექტი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთი სატელევიზიო არხითა და ონლაინ პლატფორმით, სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. გაკვეთილები ეთერში გადაიცემა ყოფილ მეორე არხზე, რომელსაც სახელი შეეცვალა და „პირველი არხი განათლება“ დაერქვა. საქართველოს პირველ არხზე პროექტის მზადების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მღლაფერიძე მონაწილეობდნენ. სამინისტროსთან ერთად შეიქმნილი გაკვეთილების ცხრილი, კლასების მიხედვით მოიცავს იმ საგანებს, რომლებსაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა. ტელე-გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ სექტორებს. გარდა ამისა „ტელე-სკოლის“ ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ კლასგარეშე სანახავი გაკვეთილებიც, რომლებიც შაბათ-კვირის საეთერო ბადეში იქნება განთავსებული. ეს საგნებია: ხალხური სიმღერის გაკვეთილები, ცეკვის გაკვეთილები, პროგრამირება და დათო ევგენიძის მუსიკის გაკვეთილები. არხი მაყურებელს შესთავაზებს „არტეს„ და “ბი ბი სის“ მიერ წარმოებულ დოკუმენტურ-შემეცნებით ფილმებს, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტელესკოლა პირველ არხზე - პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ასაგანმანათლებლო პროექტი - „ტელესკოლა“ პირველ არხზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხვალიდან პირველ არხზე „ტელესკოლა“ იწყება
TV IMEDI
ზამთრის ოლიმპიადა პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტოკიოს ოლიმპიადა საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვასილ მაღლაფერიძის სამი წელი საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი სატელევიზიო სეზონი და სიახლეები საქართველოს პირველ არხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster