„ფრონტერას“ საქმე - გამოხმაურებები


მთავრობის გადაწყვეტილებას კომპანია „ფრონტერასთვის“ კონტრაქტის გაგრძელების შესახებ, დადებითად აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები. მათი განმარტებით, მთავრობა სწორად მოიქცა და სახელმწიფოს ეს ნაბიჯი პოლიტიკური და ბიზნეს-მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობდა. ექსპერტ  ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება დადებითად აისახება ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე, რომელსაც „ფრონტერას“ განცხადებები გარკვეულწილად აზიანებდა. ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე კი ამბობს, რომ   მნიშვნელოვანია, პოსტპანდემიური კრიზისის დროს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა მიმართულებით პოზიციონირებდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან