საერთაშორისო კონფერენცია ბირთვული უსაფრთხოების შესახებ


„შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში“ - თბილისში მე-4 საერთაშორისო ფორუმი იმართება. ფორუმის მიზანია, გააერთიანოს სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და სამეცნიერო სფერო საერთო ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დღის წესრიგის განხილვის მიზნით. ფორუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებითა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ქვეყნების სახელმწიფო უწყებები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან