პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოში
10/04/2023
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენა გრძელდება. ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული და სხდომა რამდენიმე წუთში უნდა განახლდეს. მხარეები დღეს მოსამართლეთა კითხვებს პასუხობენ.
პირველად მოსამართლეებმა შეკითხვები კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მისამართით დასვეს. კითხვები ეხებოდა მათ შორის 49-ე მუხლსა და მის განმარტებებს, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტის ყველა მოქმედება და აქტივობა განხილული როგორც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, რომელსაც სჭირდება მთავრობის თანხმობა? ასევე, როგორ გაგრძელდება პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ?
ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებელია სტატუსისა და უფლებამოსილების გამიჯვნა, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულია კონსტიტუციაში პრეზიდენტთან მიმართებით. მისივე თქმით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება არის ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელიც მყარდება სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და მას სჭირდება მთავრობის თანხმობა. მათ შორისაა წერილები და მილოცვები.
რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, კობახიძის განმარტებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მხარს არ დაუჭერს მმართველი გუნდის წარდგინებას, თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემა.
ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.