პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამბასადორიალი 2017-ის გახსნაზე

18.07.2017 14:58

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გამოკვეთილ რეგიონულ ლიდერად იქცა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობასა და სასამართლო სისტემის მზარდ დამოუკიდებლობას. გასულმა წელმა კიდევ უფრო უალტერნატივო გახადა საქართველოს ევროპული გზა, რომელსაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ამგვარად, ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებთან ერთად, არის ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მაღალი მოლოდინებისადმი ხელისუფლების ერთგულება. ჩვენს ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უპირობო აღიარებად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო პარტნიორად. საქართველო აღიარებულია როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის, წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს. მაისის საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის თითქმის 70-წლიან ისტორიაში იყო სულ მეხუთე შემთხვევა, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არაწევრ სახელმწიფოში ჩატარდა. ოთხივე ის ქვეყანა, რომელმაც მანამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, დღეს ორგანიზაციის წევრი გახლავთ. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამბასადორიალი 2017-ის გახსნაზე ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/3378f

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დიმიტრი ქუმსიშვილის სიტყვით გამოსვლა ამბასადორიალზე
27:46

დიმიტრი ქუმსიშვილის სიტყვით გამოსვლა ამბასადორიალზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა რეიკიავიკის სამიტზე

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა რეიკიავიკის სამიტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში
11:34

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში
07:33

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში - შეფასებები
01:19

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში
08:58

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე (ქართული ტიტრებით)
03:33

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე (ქა...

Irakli Gharibashvili

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს საიუბილეო კონფერენციაზე
17:51

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს...

Giorgi Kvirikashvili

ყველა ვიდეო