პარლამენტის განათლების კომიტეტმა სასკოლო ექსკურსიებზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
დოკუმენტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სასკოლო ექსკურსიას ემსახურება, ვალდებულია იქონიოს ცნობა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ. ამასთან, ამ დოკუმენტის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა, არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მძღოლმა ასევე უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების დოკუმენტი.
ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. თითოეულ სავარძელს უნდა ჰქოდეს უსაფრთხოების ღვედი. მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას. თუ ექსკურსიის მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. დეპუტატების მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილებები გააძვირებს სასკოლო ექსკურსიების ღირებულებას, თუმცა უსაფრთხოების სტანდარტის მიმართულებით, ისინი ცვლილებებს მიესალმებიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.