ახალი რეგულაციები საგზაო უსაფრთხოების სფეროში


ახალი რეგულაცია მზადდება მძღოლებისთვის.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება ის ადგილები, სადაც მსგავსი რეგულაცია იმოქმედებს. საუბარია მაღალმთიან რეგიონებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე. ჯერ უცნობია, გავრცელდება თუ არა ახალი წესი თბილისსა და სხვა ქალაქებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი კონკრეტულ ზონებში სპეციალური ჯაჭვების მოძრაობით ვალდებულებას ითვალისწინებს.
ხარჯების გაზრდის მიუხედავად, ავარიების მაღალი სტატისტიკის და უსაფრთხოების არგუმენტით ექსპერტები დაანონსებულ რეგულაციებს ეთანხმებიან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან