შს მინისტრის მოადგილეები ავტოდილერებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ხუციშვილი და არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს და დილერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პარლამენტში ინიცირებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები განიხილეს. შალვა ხუციშვილმა და არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს დეტალურად აუხსნეს პრობლემის არსი და გააცნეს შსს-ს ახალი კანონპროექტის მიზნები. იმპორტიორებს და დილერებს მიეცათ საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანისა და რეგისტრაციის შეზღუდვის პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე. ყურადღება გამახვილდა ვადებზე, აღნიშნული მანქანების ფასზე და ტექნიკურ გამართულობაზე, მათ გამოყენებაზე ავტოსპორტსა და ტურიზმის სფეროებში, რეექსპორტზე და მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ცვლილებებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები და წინადადებები განხილული იქნება ახალი პროგრამის და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე : http://goo.gl/tmzmLj
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრის მოადგილეები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილეები გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილეები გაერო-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილეები დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის გახსნა
Vakhtang Gomelauri
„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების შეხვედრა შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს მომსახურების სააგენტო 9 წლის გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილეების შეხვედრა მარჯვენასაჭიანი ავტომანქა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster