ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
„ბრიუსელის გზავნილია, რომ საქართველოს მხარდაჭერა მის დღის წესრიგში რჩება“ - ამის შესახებ ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა, ვინჩენცო კოპპოლამ განაცხადა, რომელმაც ამ თანამდებობაზე პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის სწორედ თბილისი შეარჩია. „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კოპპოლამ ბრიუსელის გზავნილები გააჟღერა და აღნიშნა, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გახანგრძლივება ევროკავშირის მხარდაჭერის ნათელი დასტურია. რესპონდენტის თქმით, ამ ეტაპზე მისიის მანდატის ისე გაფართოვება, რომ მან მოიცვას ოკუპირებული ტერიტორიებიც, არ განიხილება, რადგან ამის ნება არ გააჩნია რუსეთის ფედერაციას. მიუხედავად ამისა, კოპპოლას მოლოდინი ოპტიმისტურია, ის თვლის, რომ გალის, ერგნეთისა თუ ჟენევის ფორმატებში დისკუსიები მნიშვნელოვან შედეგამდე შეიძლება მივიდეს. კოპპოლა მსოფლიო მასშტაბით, ევროკავშირის ეგიდით მოქმედ ათივე სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
შუადღე მესამეზე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში - აფხაზეთის დ...
TV IMEDI
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ...
TV IMEDI
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში "თავისუფალი ს...
Tv Dia
ზუგდიდში ევროპის კვირეული დაიწყო
Radio Atinati
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2022-ში | EUMM in 2022
EUMM GEORGIA
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ „გრძელი ნათელი დღეების“...
Radio Atinati