"გაენათმა" რუხის სკოლაში პროექტი ესეების კონკურსით დაასრულა

12/16/2017
Radio Atinati-ის მიერ

ასოციაცია „გაენათმა“ რუხის საჯარო სკოლაში პროექტი „ახალგაზრდების სოციალიზაცია თანამედროვე საზოგადოებაში“ ესეების კონკურსით დახურა. აღნიშნული პროექტი სკოლაში რვა თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. „გაენათის“ წარმომადგენლის იზო ქარდავას თქმით, ამ დროის მანძილზე მოსწავლეებმა სხვადასახვა ტერენინგებსა და ღონისძიებებში მიიღეს მონაწილება, რაც მათ პიროვნულ განვითარებაზე იყო ორიენტირებული.

„პროექტის ფარგლებში რუხის საჯარო სკოლაში დაარსდა ახალგაზრდული კლუბი, რომელშიც გაერთიანებული არიან 60-მდე, 14-15 წლის მოზარდები. მათ ჩაუტარდათ სხვადსახვა თემებზე ტრენინგები, ასევე მიიღეს მონაწილეობა აქციებში, გამართეს საქველმოქმედო ღონისძიებები ეს ყველაფერი კი მათ პიროვნების განვითარებასა და მათი უნარ-ჩვევბის გამოველნაზე იყო ორიენტირებული“, - აღნიშნა იზო ქარდავამ.

დახურვის ღონისძიებაზე ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოში კონფლიქტით დაზარლებული ადამიანების უფლებებს ეხებოდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში სულ 15 ნამუშევრი იყო წარმოდგენილი, აქედან სამი საუკეთესო თემის ავტორებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

აღნიშნული ფროექტი ასოციაცია „გაენათმა“ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის PIN-ის მხარდაჭრით განახორციელა.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან