„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი
05/12/2024
აქცია დაანონსებულია დღეს 22 საათიდანაც. ორგანიზატორების განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან ღამეს გაათენებენ, რათა ხვალ დაგეგმილ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, ხელი შეუშალონ. კომიტეტის სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი. რაც შეეხება კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის კონკრეტულ თარიღს, ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. არსებული ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე კვირას დაამტკიცებს. ამით საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.