„მოამბე“ 54 წლის გახდა


54 წელი თქვენთან ერთად - დღეს „მოამბე“ იუბილარია.

15 თანამშრომელი, ორი წამყვანი, ერთი კამერა და ფოტოკოლაჟებით მოყოლილი ახალი ამბები - ასე დაიწყო 1968 წლის 4 იანვარს ქვეყნის პირველი საინფორმაციო პროგრამის ისტორიის ათვლა. სწორედ მაშინ გამოჩნდნენ პირველი ტელევიზიის ეთერში პირველი წყვილები: ჟანეტა არჩვაძე და ომარ ტივაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე და თენგიზ ნათაძე, თინა მგალობლიშვილი და დავით სოკოლოვი, რომლებსაც თავიდან „წამკითხველებად“ მოიხსენიებდნენ.

არსებობის 54-წლიან ისტორიაში „მოამბის“ ობიექტივში დღეს უკვე ისტორიული მნიშვნელობის არაერთი მოვლენა მოექცა, ჩვენი არქივი ინახავს 9 აპრილის, პირველი არჩევნების და აფხაზეთის ომის კადრებს. დროსთან ერთად იცვლებიან თაობები, წამყვანები, ჟურნალისტები, სტუდიები. ცვლილებები ხდება ფორმატშიც, თუმცა 54 წელია „მოამბე“ არის ყველგან, სადაც ამბავი ხდება. ვაშუქებთ მოვლენებს სრული სიზუსტით, შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად. ოპერატიულობა, ობიექტურობა, ბალანსის დაცვა, ამბების მიუკერძოებლად მოყოლა, საეთერო დროის ყველა მხარისთვის დათმობა და ნებისმიერ სიტუაციაში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება ჩვენი მთავარი სამუშაო პრინციპებია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან