შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

22.12.2018 01:17

თითქმის რვა საათს გაგრძელდა გუშინ საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა და დებატები. მწვავე დისკუსიის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ხორავას ქუჩის საქმეზე დამატებითი განმარტებები გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის გამოძიება მისი უწყების პასუხისმგებლობის საკითხია. საბოლოო შედეგები კი მოკლული მოზარდების ოჯახის და ასევე საზოგადოებისთვის სანდო უნდა იყოს. მინისტრმა საგამოძიებო კომისიის მუშაობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კომისიას არც ერთი ახალი ფაქტობრივი გარემოება არ გამოუვლენია და ის შედეგი დადო, რაც გამოძიებას უკვე ჰქონდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო