პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

11.04.2019 01:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იმყოფებოდა, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს და სტრასბურგის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მთავრობის მეთაური მათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის განათლების მიმართულებით დაგეგმილ მასშტაბურ ინიციატივაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე გაიზრდება, რაც ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. პრემიერ-მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო