ეპიდემიური ვითარება აჭარაში

21.04.2021 00:58

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 85 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 332 პაციენტი, კოვიდსასტუმროში - 254, ონლაინკლინიკაში კი 593. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო და შესაძლოა, ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub