საპროტესტო აქცია


სავაჭრო ცენტრ „სითი მოლთან“, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა. მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლები ხმაურსა და  ანტისანიტარიას უჩივიან. მოსახლეობის თქმით, ხმაურის გამო, სავაჭრო ცენტრი რამდენიმეჯერ დაჯარიმდა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. აქციის მონაწილეები ქალაქის მერს მოუწოდებენ, მათი პრობლემით დაინტერესდეს. ბრალდებებს გამოეხმაურა „სითი მოლის“ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი. მისი თქმით, ინფორმაცია სავაჭრო ცენტრის დაჯარიმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და „სითი მოლი“ ყველა წესის დაცვით მუშაობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან