საარემაას ოპერის დღეები

07/26/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

25 ივლისს, ესტონეთში, კუნძულ საარემააზე, \"საარემაას ოპერის დღეების\" ფარგლებში თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ჯუზეპე ვერდის ოპერა „ატილა\" წარმოადგინა. წარმოდგენას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ესწრებოდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, 21-28 ივლისს, ესტონეთში, კუნძულ საარემააზე, „საარემაას ოპერის დღეებში\" მონაწილეობას იღებს სამი ოპერის თეატრი საქართველოდან: ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრი.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან